საქართველოს პატრიარქს ხელისუფლების წარმომადგენლები უსამძიმრებენ

საქართველოს პატრიარქს ხელისუფლების წარმომადგენლები უსამძიმრებენ

საქართველოს პატრიარქს ხელისუფლების წარმომადგენლები უსამძიმრებენ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქ, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მიუსამძიმრა.

პრეზიდენტი სამთავროს დედათა მონასტრის ფერისცვალების ტაძარში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა. მან პატრიარქს საკურთხეველში მიუსამძიმრა.

ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. პატრიარქს მრევლი და მოქალაქეები უსამძიმრებენ.

მონასტერში სამგლოვიარო პანაშვიდზე ასევე იმყოფებიან დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი.

პატრიარქის მიბრძანებამდე ტაძარში ილია მეორის უფროსი ძმირს, ბერი გიორგის სულის მოსახსენიებლად წირვა და პანაშვიდი შესრულდა, რომელიც რამდენიმე მეუფემ გადაიხადა.