თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.
„მეამაყება, რომ ჩვენი თავდაცვა, შეიარაღებული ძალები და ჯარი იმსახურებს და აქვს სრული მხარდაჭერა როგორც მმართველი გუნდისგან პარლამენტში, ასევე ოპოზიციისგან. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ მთელი საზოგადოება გვერდში უდგას ქართულ ჯარს. აქედან გამომდინარე, ჯარიც და თავდაცვაც არის ის თანხმობის წერტილი, რომელსაც პოულობენ ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები. შეფასებები, რომელიც ევროსაბჭოში გაკეთდა, საყურადღებო და ყურადსაღებია როგორც საზოგადოებისთვის, ასევე პოლიტიკოსებისთვის. რა მაგალითსაც პოლიტიკოსებს ჯარი აძლევს, ეს მაგალითი სხვებისთვისაც უნდა გახდეს მისაბაძი“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.