ალექსი პეტრიაშივლი ლიტველ ექსპერტს კლაუდიუს მანიოკასს შეხვდა

ალექსი პეტრიაშივლი ლიტველ ექსპერტს კლაუდიუს მანიოკასს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ლიტველ ექსპერტს კლაუდიუს მანიოკასს შეხვდა.

ლიტველი ექსპერტი საქართველოში ლიტვის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ეწვია, რომელიც საქართველოსა და მოლდოვასთვის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაში მხარდაჭერას ეხება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ლიტვის მაღალი დონის ექსპერტების ვიზიტი საქართველოში, რომელიც მათი მხრიდან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორცილებაში ტექნიკური დახმარებისა და კონსულტაციების გაწევას ითვალისწინებს.

"ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ასოცირების შეთანხმების რეალიზებისა და ასოცირების დღის წესრიგის კოორდინაციის კუთხით, ევროკავშირიდან ექსპერტებთან მუშაობას. ამიტომაც, ძალიან ეფექტური იყო შეხვედრა ლიტველ ექსპერტთან, რომელიც მთავრობის უწყებებს შორის კოორდინაციის ხარისხის ამაღლებაზე და ასოცირების დღის წესრიგისა და ჩვენი სამოქმედო გეგმის დროულად რეალიზებაზე იმუშავებს", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ალექსიპეტრიაშვილმა.