გიორგი მარგველაშვილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარეს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარეს შეხვდა

მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრეს და იმ მექანიზმებზე იმსჯელეს, რომელთა საშუალებითაც საქართველოში უფრო მეტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა უნდა გახდეს შესაძლებელი.

საუბარი შეეხო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ გეგმებსა და იმ ახალ გზავნილებს, რომლებიც საქართველოს ბიზნესგარემოთი უფრო მეტ ინვესტორს დააიტერესებს.

ამ თვალსაზრისით ხაზგასმით აღინიშნა დავოსის მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმისა და მის ფარგლებში გამართული რეგიონალური შეხვედრების მნიშვნელობა. ამას გარდა, მათ ყურადღება საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე გაამახვილეს.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს პირველმა პირმა კლაუს შვაბისგან დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვევა მიიღო.