დავით უსუფაშვილი საპარლამენტო უმცირესობას კომიტეტის სხდომების გაცდენის გამო საყვედურობს

დავით უსუფაშვილი საპარლამენტო უმცირესობას კომიტეტის სხდომების გაცდენის გამო საყვედურობს

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საკომიტეტო განხილვებზე დეპუტატების ერთი წლის დასწრების მაჩვენებელი წარადგინა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი მათგანის გაცდენა 100-ს აღემატება.

მაგალითად, მისი თქმით, 1 წლის განმავლობაში გივი თარგამაძეს კომიტეტის 107 სხდომა აქვს გაცდენილი, ლევან ბეჟაშვილს - 92, გიორგი ღვინიაშვილს - ასევე 92.

პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს რეგლამენტის პატივისცემისკენ მოუწოდა.