საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის რესპუბლიკაში საუშაო ვიზიტის ფარგლებში სტამბულის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა. გიორგი მარგველაშვილმა აია სოფიას ტაძარი, ლურჯი მეჩეთი და ტოპკაპის სასახლე მოინახულა.
ქვეყნის პირველმა პირმა ტოპკაპის სასახლის სტუმართა წიგნში ჩანაწერიც გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტმა აია სოფიას მესვეურებისგან სამახსოვრო საჩუქარიც მიიღო.