ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავში მეწყერი ჩამოწვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავში მეწყერი ჩამოწვა

როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე აცხადებს, 3 ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიმეწყრა, 20 ოჯახი კი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

ამასთან დაკავშირებით, ბათუმში სამთავრობო შტაბის სხდომა გაიმართა. შტაბის ხელმძღვანელის ნუგზარ სურმანიძის თქმით, წყალდიდობას ქალაქ ბათუმისთვის მნიშვნელოვანი ზარალი არ მიუყენებია.

მისი განცხადებით, მეწყერი 2 სოფელში - ახალსოფელსა და ახალშენში ჩამოწვა. აღნიშნულ სოფლებში სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული და როგორც კი გამოიდარებს,  გზის გამწმენდი სამუშაოები დაიწყება.

რაც შეეხება ზარალის ოდენობას, მას სპეციალურად შექმნილი კომისია სწავლობს.