საქართველო გაერო-ს გენერალური ასამბლეის ვიცე თავმჯდომარე გახდა

საქართველო გაერო-ს გენერალური ასამბლეის ვიცე თავმჯდომარე გახდა

საქართველო გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიმდინარე სესიის ვიცე-თავმჯდომარეა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანა ამ პოზიციას მომავალი ერთი წლის განმალობაში დაიკავებს.

საქართველო გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობს ასმბლეის დღის წესრიგისა და საკითხების შემუშავებაში, გაერო-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი გაეროს პრეზიდუმში ადგილს იკავებს და ცალკეული სხდომების მიმდინარეობას უძღვება.