სოფელ სუფსაში დაზარალებული ოჯახი წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მოინახულეს

სოფელ სუფსაში დაზარალებული ოჯახი წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მოინახულეს

ლანჩხუთის რაიონში, სოფელ სუფსაში ნაზლი გუზალოვის ოჯახი დღეს წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მოინახულეს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესამსახურის ინფორმაციით, ორი დღის წინ, სოფელ სუფსაში, ნაზლი გუზალოვას სახლის უკანა მხარე ჩამოინგრა, რა დროსაც ოჯახის 5 წევრიდან ოთხი სახლში იმყოფებოდა, მათ შორის პატარა ბავშვი და ფეხმძიმე ქალი. ამჟამად ოჯახი მეზობელთან იმყოფება. დღეს დაზარალებულ ოჯახს წითელი ჯვრის წარმომადგენლები შეხვდნენ.