ჩაქვში საგანგებო მდგომარეობაა

ჩაქვში საგანგებო მდგომარეობაა

როგორც ”პირWელს” ადგილობრივებმა აცნობეს, მდინარე ჩაქვისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და ახლომდებარე სახლები დატბორა, გოგოლის ქუჩაზე კი ერთ სახლს დანგრევის საფრთხე ემუქრება.

ძლიერი წვიმის გამო ბათუმში, ბაგრატიონისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთაში, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა.

აჭარის სანაპირო ზოლზე შტორმი 5 ბალს აჭარბებს. რეგიონში 04:00 საათიდან გადაუღებლად წვიმს.