Foreign Policy სტატიაში მოყვანილი ფაქტების შესწორებას არ აპირებს

Foreign Policy სტატიაში მოყვანილი ფაქტების შესწორებას არ აპირებს

საქართველოში სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე ამერიკული გამოცემა განმარტებას აკეთებს.

"მოამბე" გამოცემის თანამშრომლის კომენტარს ავრცელებს.

"მე გავუკეთე რედაქტირება სტატიას და პასუხს ვაგებ მოყვანილი ფაქტების სისწორეზე და არ ვაპირებთ მის გასწორებას",-განაცხადა იოჩი რიზენმა.

ჟურნალისტ ჯონ ჰუდსონის სტატია Foreign Policy-მ 23 სექტემბერს გამოაქვეყნა. მასში მოყვანილია არჩილ გეგეშიძის ციტატა, რომელიც ამბობს, რომ საქართველომ შესთავაზა ანტიტერორისტულ კოალიციას სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთნელი ცენტრის გახსნა, შტატებს კი ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. თავად არჩილ გეგეშიძემ კი მასზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა.