ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე (სოფ. შემოქმედი), ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე ბჟუჟი ინტენსიურად რეცხავს საავტომობილო გზის მიწის ვაკისს, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მდინარე ბჟუჟა კალაპოტიდან გადმოვიდა და პრობლემები შეუქმნა სკოლას, ასევე საცხოვრებელ სახლებს, დატბორილია წყალსაცავი, რომლითაც ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობას წყალი მიეწოდებოდა.

სოფელ შემოქმედში სასწავლო პროცესი შეწყდა.