ლუგანსკში

ლუგანსკში "ბოევიკებმა" ეუთო-ს წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს

აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ლუგანსკში "ბოევიკებმა" ეუთო-ს წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს. "უნიან"-ის ინფორმაციით, გუშინ ლუგანსკში დღის განმავლობაში "ბოევიკებმა" ხუთჯერ გახსნეს ცეცხლი. ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდნენ ეუთო-ს წარმომადგენლებიც, რომლებიც ერთ-ერთი თავდასხმის ქვეშ მოექცნენ.

არსებული ინფორმაციით, მისიის წარმომადგენლებისა და პირადი შემადგენლობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით, უკრაინელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში "ბოევიკებმა" 50-ჯერ გახსნეს ცეცხლი უკრაინის სამთავრობო ძალების პოზიციების მიმართულებით.