თბილისში დღეს ძლიერი ქარია მოსალოდნელი

თბილისში დღეს ძლიერი ქარია მოსალოდნელი

საქართველოს ზოგიერთ მაღალმთიან რაიონში დღეს შესაძლოა, თოვლჭყაპი იყოს. დღის მეორე ნახევარში კი, თბილისში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, ახლა დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, ზოგან ძალიან ძლიერი წვიმაა. მათივე ინფორმაციით, წვიმიანი ამინდი და სიგრილე დასავლეთ საქართველოში ხვალაც შენარჩუნდება.

სინოპტიკოსების ცნობით, დღეს თბილისში, დღის მეორე ნახევარში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ქარის სიჩქარემ ქალაქის გარეუბნებში შესაძლოა, 28 მეტრი წამში შეადგინოს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა +18 +19 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +16 +21 გრადუსი იქნება. თბილისში დღისით +19+21 გრადუსი, ღამით +13 გრადუსია მოსალოდნელი.