დონეცკის აეროპორტი

დონეცკის აეროპორტი "ბოევიკების" მხრიდან მასობრივი თავდასხმის ობიექტი გახდა

დონეცკის აეროპორტი "ბოევიკების" მხრიდან მასობრივი თავდასხმის ობიექტი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ანტიტერორისტული ოპერაციის ზონის პრესცენტრის განცხადებით, უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა წუხელ 50-ზე მეტჯერ გახსნეს ცეცხლი უკრაინის სამთავრობო ძალების მიმართულებით.

"უნიანის" ცნობით, წუხანდელმა ღამემ შედარებით მშვიდად ჩაიარა ანტიტერორისტული ოპერაციის ზონის სხვა რაიონებში.

დონეცკის აეროპორტი უკვე რამდენიმე თვეა უკრაინის სამთავრობო ძალების კონტროლქვეშაა.

ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პირობების შესრულებას.