"რადგან ასეთი რამ ითქვა, განმარტებებს საქართველოს წარმომადგენლებს აქ ვთხოვდი"

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან კურუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ნიუ-იორკში გამოეხმაურა.

ბილდტის თქმით, ის ამაზე განმარტებებს საქართველოს წარმომადგენლებს იმ შემთხვევაში სთხოვდა, რომლებიც ასევე ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურ ანსამბლეაზე იმყოფებიან, თუ მსგავს რამეს ისინი ეტყოდნენ.

"ეს სრული სისულელეა, მაგრამ რადგან ასეთი რამ ითქვა, განმარტებებს საქართველოს წარმომადგენლებს აქ ვთხოვდი. თუმცა ამის თაობაზე მათ არაფერი უთქვამთ, რადგან ეს სრული სისულელეა", - განაცხადა ბილდტმა.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე საქართველოში მიმდინარე პროცესებსაც გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა რეფორმებს გააგრძელებს.

"ძალიან ძნელია საქართველოში მიმდინარე მოვლენების დეტალურად შეფასება. იმედი მაქვს, ქვეყანა რეფორმების კურსს გააგრძელებს. ახლა მას მეტი შესაძლებლობები აქვს, რომელიც მას ევროპულმა შეთანხმებებმა მისცა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს კანონის უზენაესობა, მიუკერძოებლობა და კანონი პოლიტიკური მიზნებისთვის არ იქნას გამყენებული", - განაცხადა ბილდტმა.