აბაშიძის ქუჩაზე მოკლული ლაშა მახარაძის მეგობრის, თენგო ერისთავის ოჯახი „ნაციონალურ მოძრაობის" დახმარებაზე უარს აცხადებს. თენგო ერისთავის ძმა ოპოზიციისგან მოითხოვს, რომ აღნიშნული საქმის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა შეწყდეს.
„მინდა ხაზი გავუსვა ჩემი და ჩემი ოჯახის მოთხოვნას, ნუ იქნება პოლიტიზირებული ეს თემა. ამ საკითხს პოლიტიკა უნდა მოშორდეს. მსურს შევეხმიანო „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს თავიანთი „ბლანჟეიანი" დეზინფორმაციის გამავრცელებლიანად, ხაჩიძეზე ვსაუბრობ, რომელიც სამართალდამცავების სრულიად სხვა, არასწორ გვარებს ასახელებს.
„ნაციონალური მოძრაობისგან" ვერც დახმარებას, ვერც გვერდში დგომას ვერ მივიღებ. ჩემი ძმა კრიმინალად სწორედ თქვენმა მთავრობამ შერაცხა. მას პირველი ნასამართლეობა ჰქონდა, ნასვამ ექიმთან კონფლიქტის გამო, რომელიც მარტივ სასჯელს ითვალისწინებდა და არა ციხეში ამოლპობას. მეორედ კი, როდესაც „ნაცმოძრაობის" მოთხოვნაზე, არჩევნებზე მათ გვერდში დასდგომოდა, უარი თქვა, ნარკოტიკი ჩაუდეს.
მაშინ სად იყო ხაჩიძე პოლიციელების სიით?"- განაცხადა გიორგი ერისთავმა გადაცემაში „არჩევანი".
თენგიზ ერისთავი სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 17 სექტემბერს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მას 7 აბი ნარკოტიკული ნივთიერება "სუბოტექსი" აღმოაჩნდა. დაკავებულის ოჯახის წევრების განცხადებით, ერისთავს ნარკოტიკები ჩაუდეს. ის აბაშიძეზე მოკლული ლაშა მახარაძის მეგობარია. ოჯახის ვარაუდით, დაკავება შესაძლოა ამ ფაქტს უკავშირდებოდეს.