სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ეკა კვესიტაძის გადაცემაში გამოქვეყნებული ჩანაწერები ექსკლუზიური არ არის.
თალაკვაძის თქმით, ამ ჩანაწერების უმრავლესობა გადაეცა მხარეთა ადვოკატებს, რომლებმაც, როგორც ჩანს, მასალა ეკა კვესიტაძეს მიაწოდეს.
„ძალიან დაუგვიანდა მას ჩანაწერების გამოქვეყნება, რადგან ეს ადამიანები სამართალდამცავებმა პასუხისგებაში მისცეს. რეალურად, რაც ვნახეთ, ეს არის მოდელირებული არეულობა ციხეებში სპეცეფექტების საშუალებით. როდესაც ძველ ვიდეოჩანაწერებზე ადამიანები ამბობენ, რომ ციხეებში ხდება კატასტროფა, ეს არის კარგად ცნობილი ტექნოლოგია - როგორ შევიყვანოთ მოსახლეობა შეცდომაში“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.