სოფელ შემოქმედში ადიდებულმა მდინარემ საცხოვრებელი სახლები და სკოლა დატბორა

სოფელ შემოქმედში ადიდებულმა მდინარემ საცხოვრებელი სახლები და სკოლა დატბორა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მდინარე ბჟუჟა ადიდდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ადიდებულმა მდინარემ სერიოზული პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსის ეკატერინე მგელაძის განცხადებით, ამ წუთებში სამაშველო სამსახური ადგილზე მუშაობს. მისივე ინფორმაციით, კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ პრობლემები შეუქმნა სკოლას, ასევე საცხოვრებელ სახლებს, დატბორილია წყალსაცავი, რომლითაც ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობას წყალი მიეწოდებოდა.

ადგილზე მისულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუკვაძე.