ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრა ნიუ-იორკში მდებარე თურქეთის ცენტრში დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები - ეს იყო ძირითადი თემები, რაზეც ორი ქვეყნის ლიდერმა ისაუბრეს. საქართველოს პრემიერმა და თურქეთის პრეზიდენტმა მოილაპარაკეს, რომ დაჩქარდება ინვესტიციების დაცვის ორმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერა. საუბარი იყო სამხრეთ კავკასიური მილსადენის უდიდეს მნიშვნელობაზეც. 

თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 

,,თურქეთი საქართველოს მხარში უდგას იმ გზაზე, რასაც ევრო-ატლანტიკური მისწრაფება ჰქვია,"- განაცხადა პრეზიდენტმა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელსაც ქართული დელეგაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის პრეზიდენტმა პირისპირ საუბარი გააგრძელეს.