„ეს ტრაგიკომედიაა... ხელისუფლება საზოგადოების თვალში დაცინვის ობიექტად იქცა“- ბათიაშვილი

„ეს ტრაგიკომედიაა... ხელისუფლება საზოგადოების თვალში დაცინვის ობიექტად იქცა“- ბათიაშვილი

„სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი პრეზიდენტსა და პ[რემიერ-მინისტრს შორის არსებულ დაპირისპირებას ტრაგიკომედიად აფასებს და აცხადებს, რომ ის რაც დღეს ხდება „ქართული ოცნების“ არაასწორი პოლიტიკის შედეგია. ირაკლი ბათიაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს ხელისუფლება საზოგადოების თვალში დაცინვის ობიექტია.

„ის, რაც ხდება პრეზიდენტსა და მთავრობის ირგვლივ, სამწუხაროდ ეს ტრაგიკომედიაა. იმ პირობებში, როდესაც ამდენი გამოწვევებისა და განსაცდელის წინაშე ვდგავართ ყველა მიმართულებით. ამ ფონზე მთავარ პრობლემად წარმოჩენილია გაუთავებელი დავა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის უფლებამოსილებათა გადანაწილებაზე. ეს იმ არასოწრი პოლიტიკის შედეგია, რომელიც თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ აწარმოა, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა. ჩვენ მადლობლები ვართ, რომ 2012 წელს ივანიშვილმა სააკაშვილის მახინჯი რეჟიმი გაუშვა ხელისუფლებიდან, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ მივიდით პოლიტიკურ კრიზისამდე. დღეს ხელისუფლება საზოგადოების თვალში დაცინვის ობიექტად იქცა, ამას გულისტკივილით ვამბობ“,-განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა გაზეთ „რეზონანსთან“