საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, სოსო ჯაჭვლიანი მისი თანამოაზრის და ამჯერად მოძრაობა „ახალი რეალობისათვის“ თავმჯდომარის მერაბ შათირიშვილის მოთხოვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ მასაც აქვს სურვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის. სოსო ჯაჭვლიანის თქმით მან არ იცის პროცედურულად ეს როგორ ხდება თუმცა მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკმაოდ დიდი პროცენტული მაჩვენებლით არის შესული პარლამენტში და ამიტომ ვადამდელ არჩევნებს მიესალმება.
„ნაციონალები“, რომ 40%-ით არიან დაფიქსირებული პარლამენტიში, ეს რომ არ შეიძლება , ამაზე ერთ-ერთი პირველი მე ვაცხადებდი. მე მინდა , რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს მაგრამ ამას თავისი პროცესები აქვს და როგორ მოხერხდება ეს , ამდენი არ ვიცი. თუ დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ძალიან კარგი იქნება“,-აცხადებს „სოსო ჯაჭვლიანი „ალიასთან“
შეგახსენებთ, რომ მერაბ შათირიშვილმა ერთ კვირიანი მშვიდობიანი აქცია გამართა და მოითხოვა, ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ის ამ მოთხოვნით ფართო მასშტაბიანი აქციის ჩატარებასაც გეგმავს. მერაბ შათირიშვილის ინიციატვით აქცია 2011 წელსაც გაიმართა, როდესაც ქუთაისიდან თბილისამდე ფეხით მსვლელობა მოეწყო. მაშინ მისი თანამოაზრეები სოსო ჯაჭვლიანი და ლუკა კურტანიძე იყვნენ. ისინი ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას ითხოვდნენ.
339
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85