საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე Foreign Policy-ს სტატიას გამოეხმაურა.
"ჩვენი მონაწილეობა იქნება ჰუმანიტარული ხასიათის. მინდა ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ კატეგორიულად გამოვრიცხავ რაიმე სახის სამხედრო მონაწილეობას და ასევე საწვრთნელი ბაზის შექმნას",-განაცხადა ფანჯიკიძემ.
Foreign Policy-ს ინფორმაციით, თბილისი აშშ-ის სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთნელი ცენტრის განთავსებას სთავაზობს. გამოცემა ინფორმაციას აშშ-ის ადმინისტრაციის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.