საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში დღეს ქართული ფილმების მასშტაბურ რეტროსპექტივას გახსნის, რომელსაც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი - MoMA უმასპინძლებს.
მთავრობის მეთაური ღონისძიებას საქართველოს დელეგაციასთან ერთად დაესწრება და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.
მასშტაბური კინოჩვენების პირველი ფილმი იქნება ნიკოლოზ შენგელაიას „ელისო“. პროექტის ფარგლებში 45 ქართული ფილმის ჩვენება იგეგმება.
„დამოუკიდებელი ერი თვითმყოფადი ფილმოგრაფიით“, - ეს New York Times-ის სტატიის სათაურია, რომელიც გავლენიანმა გამოცემამ ქართული ფილმების რეტროსპექტივას მიუძღვნა.
http://www.nytimes.com/2014/09/21/movies/a-survey-celebrates-georgias-rich-film-tradition.html?_r=1