"ამ ინიციატივის გააზრებულობის და მომზადებულობის თაობაზე ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება"

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგა ბოკერია "Foreign Policy"-ის სტატიას აფასებს და აღნიშნავს, რომ ტერიტორიზმის წინააღმდეგ აშშ-ის პარტნირობა კარგია, თუმცა ეჭვი ეპარება, ამ ხელისუფლებამ ეს შეძლოს.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს თანამშრომლობას საერთაშიროსო პარტნიორებთან და ჩვენს მთავარ სტარტეგიულ პარტნიორთან აშშ-თან უსაფრთხოების სფეროში, განსაკუთრებით კი საერთაშორისო ტერირიზმის წინააღმდეგ, მაგრამ დღევანდელი მთავრობის პირობებში - ჭიკაიძის და ღარიბაშვილის პირობებში, იმ აბსოლუტური არაკოორდინირებული და გაუაზრებელი პოლიტიკის პირობებში, რომელსაც ის აწარმოებს, ჩნდება ძალიან ბევრი კითხვა, აშშ-ის მხრიდან დემოკრატიის საკითხებზე ასეთი მჭახე კრიტიკის შემდეგ ამ ინიციატივის გამოჩენის გააზრებულობისა და მომზადებულობის თაობაზე", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ,რომ "Foreign Policy"-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, თბილისი აშშ-ს საქართველოში სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთნელი ცენტრის განთავსებას სთავაზობს.