ხელისუფლების წარმომადგენლები

ხელისუფლების წარმომადგენლები "Foreign Policy"-ში გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურებიან

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგებლები საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობას მიესალმებიან, თუმცა დეტალებზე საუბრისას თავს იკავებენ.

"მე მაღალ შეფასებას ვაძლევ ჩვენი და ამერიკელების ურთიერთობას, მათ შორის, ანტიტერორისტულ ოპერაციებში და მათში, რომელშიც საქართველო უკვე მონაწილეობს. თუ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, კარგი იქნება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

თავის მხრივ, საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ ტერორიზმთან ბრძოლა მსოფლიოში აქტუალური საკითხია, საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში კი დამალული არ არის.

"ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს საკითხი რომ არის აქტუალური არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამდე მთელ მსოფლიოში, მგონი, ამაზე ვთანხმდებით. რაზეც შეიძლება ღიად საუბარი, მგონი, ამ მხრივ ჩვენი საქმიანობა დამალული არ არის ხოლმე საერთაშორისო ოპერაციებში, დანარჩენი - დეტალების საქმის კურსში არ ვარ და ვერაფერს გეტყვით", - აღნიშნა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ "Foreign Policy"-ის თანახმად, თბილისი აშშ-ის საქართველოში სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთნელი ცენტრის განთავსებას სთავაზობს.