თემურ ჯანაშიამ არ იცის, ერიცხება თუ 270 ათასი დოლარი რომელიმე ანგარიშზე

თემურ ჯანაშიამ არ იცის, ერიცხება თუ 270 ათასი დოლარი რომელიმე ანგარიშზე

სდსს-ის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ჯანაშია პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ჯანაშიას და მისი ოჯახის წევრების სახელზე არსებული დაყადაღებული ქონებაა ჩამოთვლილი.

როგორც ჯანაშიამ "პირwელთან" საუბრისას განაცხადა, მას მხოლოდ ის ქონება გააჩნია, რაც დეკლარაციაშია მითითებული. რაც შეეხება ანგარიშს, რომელზეც სდსს-ის ყოფილ უფროსს დაახლოებით 270 ათასი დოლარი ერიცხება, ჯანაშია დაზუსტებით ვერ ამბობს, ერიცხება თუ არა მას რომელიმე ენგარიშზე აღნიშნული ოდენობის თანხა.

"აბსოლუტურად ყველაფერი დეკლარირებულია. დეკლარაციაში რაც მაქვს, ის მაქვს. ჩემს ანგარიშებზე წვდომა ამჟამად არ მაქვს, რადგან დაყადაღებულია, შესაძლოა, ეს თანხა მქონდა. დეკლარაციაში ჩაიხედეთ და თავად ნახეთ. პროკურატურას კი პასუხს ცალკე გავცემ" - განუცხადა "პირwელს" ჯანაშიამ და აქვე დასძინა, რომ თუ გამოსაძიებელი იქნება, პროკურატურამ ეს ფაქტი უნდა გამოიძიოს. ჯანაშიამ ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოსთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია.

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე განთავსებულ, თემურ ჯანაშიას მიერ შევსებულ ბოლო დეკლარაციაში კი პროკურატურის მიერ დაყადაღებული ანგარიში, რომელზეც 270 ათასი დოლარია განთავსებული, მითითებული არ არის. დეკლარაციის თანახმად, რომელიც 2013 წლის 21 ივნისითაა დათარიღებული, ჯანაშიას ნაღდი ფულის სახით 12500 ლარი აქვს.