საქართველომ აშშ-ს სირიელი ამბოხებულების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა

საქართველომ აშშ-ს სირიელი ამბოხებულების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა

საქართველომ აშშ-ს სირიელი ამბოხებულების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Foreign Policy ავრცელებს.

როგორც ამერიკული გამოცემა წერს, აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველომ აშშ-ის სირიელი ამბოხებულების საწვრთნელი ცენტრის განთავსება შესთავაზა, სირიასა და ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ აშშ-ის წარმოებული თავდასხმების ფარგლებში.

სტატიის მიხედვით, თანხმობის შემთხვევაში შეთავაზება შესაძლოა დაემატოს თეთრი სახლის არსებულ გეგმას, ხუთიათასი სირიელი მეამბოხის გაწვრთნის შესახებ მომავალ წელს, საუდის არაბეთში იმ ექსტრემისტების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომლებიც ახლა ერაყისა და სირიის დიდ ნაწილს აკონტროლებენ. ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს როლს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ შექმნილ კოალიციაში, რადგან აშშ-მა და მისმა არაბმა მოკავშირეებმა სირიაში არსებული სამიზნეების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების განხორციელება დაიწყეს.

"საწვრთნელი ცენტრის გახსნა ჩვენ შევთავაზეთ, თუმცა ეს საკითხი კვლავ განხილვის ქვეშაა", - ციტირებს გამოცემა აშშ-ში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის კომენტარს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, გაურკვეველი რჩება საქართველოში გასამართი საწვრთნელი პროგრამის პოტენციური მასშტაბი, თუმცა, ამერიკულ გამოცემას არჩილ გეგეშიძემ განუცხადა, რომ შესაძლოა ამ პროგრამის ფარგლებში საქართველომ უმასპინძლოს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მებრძოლებს სხვადასხვა ქვეყნებიდან და არა - მხოლოდ სირიიდან. "ეს იქნება კონტრტერორისტული საწვრთნელი ცენტრი ნებისმიერი ეროვნებისთვის", - ციტირებს გამოცემა არჩილ გეგეშიძის სიტყვებს.

სტატიაშიის თანახმად, სექტემბერის დასაწყისში, თბილისში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა შეთავაზება ქართველი მაღალჩინოსნებისგან მიიღო.

"ჩაკ ჰეიგელის ვიზიტისას საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლას და რომელიც არ არის "მთავარი კოალიციის" წევრი, სადაც დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, კანადა, ავსტრალია, იტალია, პოლონეთი და დანია შედიან", - ნათქვამია სტატიაში.

ავტორი აღნიშნავს, რომ პენტაგონი არ აკეთებს კომენტარს, მიიღო თუ არა ამერიკულმა მხარემ ქართული მხარის წინადადება ან როდის იქნება მიღებული გადაწყვეტილება ამ საკითხზე.