ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოს ებრაელებს როშ-ჰაშანას დღესასწაული მიულოცა

ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოს ებრაელებს როშ-ჰაშანას დღესასწაული მიულოცა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ საქართველოს ებრაელებს როშ-ჰაშანას დღესასწაული მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოს ებრაელებს როშ-ჰაშანას დღესასწაული მიულოცა.

"გულითადად გილოცავთ როშ-ჰაშანას დღესასწაულს. ახალი წელი თქვენთვის მშვიდობის, კეთილდღეობისა და წარმატების მომტანი ყოფილიყოს.

ქართველებისა და ებრაელების ოცდაექვსსაუკუნოვანი მეგობრობა მსოფლიოს ისტორიაში ამოუხსნელი ფენომენი და საქართველოსათვის დამახასიათებელი გამორჩეული ტოლერანტობის კიდევ ერთი დასტურია. ეს ფენომენი ორმა ქვეყანამ შვა, ორი კულტურის წიაღიდან იღებდა საზრდოს, ჩვენი ურთიერთობა ქართველი და ებრაელი ხალხის ჭეშმარიტი სიყვარულის, ურთიერთგაგებისა და მეგობრობის გამოხატულებაა, რომელიც ერთობისა და ძმობის საუკეთესო ნიმუშად ჩამოყალიბდა. ვიმედოვნებ, რომ ეს ურთიერთობა კვლავაც გაგრძელდება და განმტკიცდება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი წლის დადგომას და გისურვებთ წარმატებას თქვენს საქმიანობაში ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ", - ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებაში.