"თავისუფალი ზონის" ოფისთან კიდევ ცხრა ადამიანი დააკავეს

"თავისუფალი ზონის" ოფისთან მიმდინარე აქციაზე კიდევ ცხრა ადამიანი დააკავეს, მათ შორის ერთი - ქალი. "თავისუფალი თაობის" წევრების დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც "თავისუფალი ზონის" ოფისის ფანჯრებს კვერცხები დაუშინეს. დაკავების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები წავიდნენ, რომლებმაც აღნიშნული ხმაურით და ყვირილით გააპროტესტეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სულ დაკავებულია აქციის 12 მონაწილე. პირველი სამი ნიკა მელიას ბანერის შეღებვის მცდელობის გამო იქნა დაკავებული.