სტიქიის ზონაში მცხოვრები ოჯახების ევაკუაცია მიმდინარეობს

სტიქიის ზონაში მცხოვრები ოჯახების ევაკუაცია მიმდინარეობს

ბათუმში შტორმს ელოდებიან, რის გამოც სტიქიის ზონაში მცხოვრები რვა ოჯახი სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით დროებით სხვა მისამართზე გადაიყვანეს.

დროებით საცხოვრებელი სტიქიის ზონაში მცხოვრებ ოჯახებს მთავრობამ გამოუნახა.

დღის ბოლოს შესაძლოა,  ხელვაჩაურსა და ქობულეთში მცხოვრები იმ 15 ოჯახის ევაკუაციაც მოხდეს, რომლებმაც განცხადებით მიმართა მთავრობას და შესაძლოა მათი შინ დარჩენა რისკებთან იყოს დაკავშირებული. ასევე შექმნილია სარისკო ტერიტორიებზე მომუშავე ოპერატიული რეაგირების ჯგუფები.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით,  გეოლოგები მუშაობენ ქობულეთსა და ხელვაჩაურში და რეკომენდაციები მუნიციპალიტეტებს გადაეგზავნებათ.

რისკის ზონაში 15 ოჯახი რჩება. დამატებითი დეტალები, კიდევ რამდენ ოჯახს მოუწევს სახლების დატოვება, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.