პატრულის ინფორმაციით, ორგანიცაზიის წევრები მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ ნიკა მელიას პლაკატს საღებავით სავსე პარკები ესროლეს.
ორგანიზაცია „თავისუფალი თაობა“ აქციას პეკინის ქუჩაზე, „თავისუფალი ზონისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მართავს.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, „თავისუფალი ზონა“ ანტისახელმწიფოებრივ ინტერესებს ემსახურება და საქართველოში ასეთ ორგანიზაციებს არაფერი ესაქმებათ.
„თავისუფალი თაობა“ „თავისუფალ ზონას“ თვითლიკვიდაციისთვის ერთკვირიან ვადას აძლევს.