სამიტი ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში თბილისის დროით 16:00 საათზე გაიხსნება. ირაკლი ღარიბაშვილი კი სამიტის მონაწილეებს 19:45 საათზე მიმართავს.
გამოსვლაში პრემიერი იმ ნაბიჯებზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელსაც საქართველოს მთავრობა კლიმატის ცვლილებების შედეგად გამოწვეული შედეგების პრევენციისთვის დგამს.
დღის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე ორმხრივ შეხვედრასაც გამართავს. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მოლაპარაკებები ლატვიის პრეზიდენტ ანდრის ბერჟინსთან და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან.