ისრაელმა სირიის თვითმფრინავი ჩამოაგდო

ისრაელმა სირიის თვითმფრინავი ჩამოაგდო

ისრაელმა თავის კონტოლირებად ტერიტორიაზე, ქალაქ ელ-კუნეიტრას რაიონში, სირიის თვითმფრინავი ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის არმიის ცნობით, სირიის თვითმფრინავი გოლანის მთების ტერიტორიაზე იქნა დაფიქსირებული და სავარაუდოდ, ეს გამანადგურებელი Миг-21 იყო.

"რამდენიმე წუთის წინ სირიის თვითმფრინავმა ისრაელის საჰაერო სივრცე დაარღვია. ისრაელის თავდაცვის არმიამ უცხო ქვეყნის თვითმფრინავი "პატრიოტის" თავდაცვითი სისტემის გამოყენებით ჩამოაგდო", - ნათქვამია "ტვიტერზე" ისრაელის თავდაცვის არმიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც "როიტერს" სამხედრო წყარომ განუცხადა, სავარაუდოდ თვითმფრინავმა შემთხვევით გადაკვეთა ისრაელის მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე.

ისრაელმა სირიის თვითმფრინავი ბოლოს 1989 წელს ჩამოაგდო.