რეგისტრაციის გაუქმება მოქალაქეს ჯავახიშვილის N51, ვაჟა-ფშაველას გამზირი N70 და ბოჭორმის ქუჩა N8 შეუძლია, რის შემდეგაც სასურველ პოლიკნილიკაში დარეგისტრირდება.
სასურველ პოლიკლინიკაში დარეგისტრირება სპეციალურად შემუშავებული მკაცრი აღრიცხვის ფორმის შევსების საფუძველზე ხდება.
რეგისტრაციის შეცვლა შესაძლებელია 2 თვეში ერთხელ. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების მიერ დარეგისტრირებულია თავისი თანხმობის გარეშე მას შეუძლია რეგისტრაცია მყისიერად გააუქმოს და ამისათვის უნდა მიმართოს არა პოლიკლინიკას, არამედ საყოველთაო ჯანდაცვის სერვის ცენტრს.
ასევე, კერძო სადაზღვევო კონტრაქტის შეწყვეტისას, იმისათვის, რომ დაზღვეულმა ისარგებლოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ცნობა სადაზღვევო კომპანიიდან საყოველთაო ჯანდაცვის სერვის ცენტრში ზემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ მისამართზე უნდა წარადგინოს.