მაია ფანჯიკიძე ამერიკის ებრაულ საზოგადოებას შეხვდა

მაია ფანჯიკიძე ამერიკის ებრაულ საზოგადოებას შეხვდა

გაერო-ში საქართველოს მისიაში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა საზოგადოების წევრებს საგარეო პოლიტიკის მიმართულებებზე და სხვადასხვა სფეროში ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია.

საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ამერიკის, საქართველო-ისრაელის ურთიერთობა და ამერიკის ებრაულ საზოგადოებასთან შემდგომი თანამშრომლობის საკითხებს.

"ეს ჩვენი რიგით მეორე შეხვედრაა მინისტრთან. იგი ყოველთვის ღიად და დაწვრილებით გვაწვდის ინფორმაციას და პასუხობს ჩვენს შეკითვხებს. ქალბატონი მაია უმაღლეს დონეზე წარმოადგენს საქართველოს. ურთიერთობა საქართველოს, ამერიკასა და ისრაელს  შორის ძლიერი და წარმატებულია. ებრაელები საქართველოში საუკუნეებია ცხოვრობენ და ჩვენი ურთიერთობა წარმატებულია", - განაცხადა ამერიკის ებრაული საზოგადოების თავმჯდომარემ.