პრემიერის გამოსვლა არ ჰგავდა იმ სპექტაკლებს, რომელიც გვინახავს

პრემიერის გამოსვლა არ ჰგავდა იმ სპექტაკლებს, რომელიც გვინახავს

კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრი ლევან ბერძენიშვილი პრემიერ-მინისტრის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას პოზიტიურად აფასებს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ბერძენიშვილმა განაცხადა პრემიერის გამოსვლა საქმიანი იყო.

მისივე განმარტებით, ღარიბაშვილის გამოსვლა არ ჰგავდა იმ სპექტაკლებს, რომელიც ადრე გვინახავს.

,,პრემიერის მიერ დასმული ყველა აქცენტი იყო ის რაც შეთანხმებული და გააზრებულია საქართველოში. ეს იყო ძალიან კარგი და საქმიანი გამოსვლა. იგი არ ჰგავდა იმ სპექტაკლებს, რომელიც გვინახავს. შეიძლევა ვინმეს უფრო სპექტაკლი მოსწონს, მაგრამ მე უფრო საქმიანი გამოსვლები მომწონს. Pპრემიერ-მინისტრი აშკარად ეტყობოდა, რომ კარგად მომზადებული იყო", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს შტაბბინაში, გენერალური ასამბლეის 29-ე სპეციალურ სესიაზე - „მოსახლეობისა და განვითარების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის სამოქმედო პროგრამის შესრულების საკითხებზე" სიტყვით გამოვიდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ძირითადი აქცენტი იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეულ დაბრუნებასა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე გააკეთა.

პრემიერის განცხადებით, კონფლიქტის რამდენიმე ტალღის გამო საქართველოში 450 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირია, რომელთა უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების პირობები ვერ კმაყოფილდება.

„მთავრობის ძირითად მიზნად რჩება დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, ვიდრე შესაძლებელი არ გახდება მათი უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.