„მეგობრებო - გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სექტემბრიდან „მაესტროზე" ვიწყებ გადაცემის წაყვანას - არ შეესაბამება სინამდვილეს", - განცხადებას ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი facebook-ის პირად გვერდზე აკეთებს:
„თუმცა, ვადასტურებ რომ კონსულტაციები ამ თემაზე მიმდინარეობს და არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში ეს იდეა განხორციელდეს.
აქვე მინდა შეგატყობინოთ, რომ ვფიქრობ, შევქმნა სტუდია - და რამდენიმე არხს ერთდროულად შევთავაზო სხვადასხვა სახის ტელეპროდუქცია. თუ ეს გადაწყვეტილება მივიღე - რა თქმა უნდა, შეგატყობინებთ და პრეზენტაციაზეც დაგპატიჟებთ.
ამჟამად ვაგრძელებ მუშაობას - საქართველოს მთავრობის კანცელარიაში კონსულტანტად საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში", - წერს კოკა ყანდიაშვილი.