აჭარაში საგანგებო შტაბის თათბირი მიმდინარეობს

აჭარაში საგანგებო შტაბის თათბირი მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძესთან ერთად ოპერატიულ თათბირს მართავს.

აჭარის მთავრობის სახლში სტიქიის ზონაში არსებული მდგომარეობის და მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაობის შესახებ დეტალური განხილვა მიმდინარეობს. საგანგებო შტაბი პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა. სტიქიის ზონაში იმყოფებიან შინაგან საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის სამინისტროების, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

თათბირის დამთავრებისთანავე ბრიფინგი გაიმართება, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, სტიქიის ზონაში განვითარებული მოვლენებისა და მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო სამსახურები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებდნენ მუშაობას. აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.

21 სექტემბერს, აჭარის რეგიონში, ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის შედეგად, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები, რამდენიმე მონაკვეთზე დაზიანდა ბუნებრივი აირის მილები, მოგლეჯილია ხეები. ძლიერმა ქარმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები. წვიმის შედეგად ხელვაჩაურსა და ქობულეთში მეწყრული მოვლენები დაფიქსირდა. ბათუმსა და ქობულეთში დაიტბორა ცენტრალური ქუჩები და გარეუბნები