კანონდამრღვევი დირექტორები 3 წლის განმავლობაში სკოლებში თანამდებობას ვერ დაიკავებენ

კანონდამრღვევი დირექტორები 3 წლის განმავლობაში სკოლებში თანამდებობას ვერ დაიკავებენ

სკოლის დირექტორი, რომელსაც უფლებამოსილება კანონის ან შრომითი ხელშეკრულების მოთხოვნების დარღვევის გამო ვადაზე ადრე შეუწყდება , სამი წლის განმავლობაში საჯარო სკოლის დირექციაში ვერც ერთ თანამდებობას ვერ დაიკავებს.

სკოლის დირექტორებთან და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებთან დაკავშირებით ასეთ შეზღუდვას "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტით, სკოლის სამეურვეო საბჭოს, ასევე სამინისტროს მიერ დირექტორისთვის ან დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებლისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტილის შემთხვევაში, პირს არა აქვს უფლება სამი წლის განმავლობაში დაიკავოს საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მოადგილის, ან ნებისმიერი სხვა თანამდებობა სკოლის დირექციაში.

როგორც განათლების და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, მათი ეს ინიციატივა დირექტორების მიერ კანონმდებლობის დარღვევის პრევენციის მიზანს ემსახურება.