თემურ ჯანაშიას ქონება და საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს

თემურ ჯანაშიას ქონება და საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიას ქონება და საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჯანაშია , ადვოკატ ბექა ბასილაიასთან ერთად დღეს პრესკონფერენციას გამართავს.

ადვოკატის ინფორმაციით კი, ჯანაშიას დაუყადაღეს საბანკო ანგარიშები, მათ შორის ანგარიში, რომელზეც პენსიის თანხა ერიცხება.

თემურ ჯანაშიას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების გაფლანგვაში ედება ბრალი.  აღმკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ მას გირაო შეუფარდა.