საქართველოს პრეზიდენტმა  აჭარაში მეწყერის  შედეგად  დაზარალებული  ოჯახი მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა აჭარაში მეწყერის შედეგად დაზარალებული ოჯახი მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხალაში მეწყრის შედეგად დაზარალებული ქარცივაძეების ოჯახი მოინახულეს. ისინი არსებულ მდგომარეობას გაეცნენ და ოჯახს დახმარება აღუთქვეს.

ბათუმში 20-21 სექტემბერს მოსული უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილმა მეწყერმა ქარცივაძეების სამ სულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლის კედელი დაუზიანა. დღის განმავლობაში მათი მდგომარეობა გეოლოგებმა შეისწავლეს. ამ დროისთვის ოჯახი თავს ნათესავებს აფარებს.