საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მექსიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილეს კარლოს დე-იკასას შეხვდა.
მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროში ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა მექსიკურ მხარეს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერაში.ამასთან, აღინიშნა მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების გაცვლის აუცილებლობა.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრას გამართავს ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და პაკისტანის ვიცე-მინისტრთან.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ასევე მიიღებს მონაწილეობას სირიის საკითხთან დაკავშირებით მეგობართა ჯგუფის შეხვედრაში და ეუთო-ს მინისტერიალსა და ბირთვული იარაღის აკრძალვის თაობაზე გამართულ ყოველწლიურ ღონისძიებაში.