„ჩვენ არ გვავიწყდება გამოწვევები, რომლებიც ჯერ კიდევ დასაძლევია“

„ჩვენ არ გვავიწყდება გამოწვევები, რომლებიც ჯერ კიდევ დასაძლევია“

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო ამაყობს იმით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას უერთდება და ICPD-ის სამოქმედო პროგრამის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს.

„ჩვენ არ გვავიწყდება გამოწვევები, რომლებიც ჯერ კიდევ დასაძლევია, რათა გაუმჯობესდეს ჩვენი ხალხის ცხოვრების დონე, უზრუნველყოფილ იქნეს თანასწორობა და სამართლიანობა, დაცული იყოს გარემო მომავალი თაობებისათვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიზიარებთ იმ აზრს, რომ აუცილებელია დასკვნების გადახედვა.

ჩემი ქვეყანა ამაყობს იმით, რომ უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობას და კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას ICPD-ის სამოქმედო პროგრამის მიმართ და მზად არის ამ ძალისხმევაში შემდგომი წყვლილის შესატანად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე (ICPD) გამოსვლისას.