„ჩვენი ძირითადი მიზნი დევნილთა ცხოვრების გაუმჯობესებაა, ვიდრე მათი ღირსეული დაბრუნება არ მოხდება“

„ჩვენი ძირითადი მიზნი დევნილთა ცხოვრების გაუმჯობესებაა, ვიდრე მათი ღირსეული დაბრუნება არ მოხდება“

როგორც პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე (ICPD) გამოსვლისას განაცხადა, დევნილების საკითხი კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

„კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დევნილების საკითხი. კონფლიქტის რამდენიმე ტალღის გამო საქართველოში 450,000-ზე  მეტია დამიანია  იძულებით გადაადგილებული. დღემდე დარღვეულია მათი საკუთარ სახლებში, წარმომავლობის ადგილებში დაბრუნების უფლება, რადაგან ვერ კმაყოფილდება მათი უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების პირობები.

მთავრობის ძირითად მიზნად რჩება დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, ვიდრე შესაძლებელი არ გახდება მათი უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. ჩვენ ამჟამად ვახორციელებთ რამდენიმე სხვადასხვა გეგმას მოცემული მიზნის მისაღწევად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ამ მნიშვნელოვანი მიღწევების მიუხედავად, გასაკეთებელი კიდევ ბევრი რჩება.