უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს პაოლო კლიმკინს საქართველოში ჩამოსვლის სურვილი აქვს.
როგორც მან ქართველ კოლეგა მაია ფანჯიკიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, უკრაინისა და საქართველოს თანამშრომლობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
"საქართველოს ხელისუფლებასთან ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს. ჩვენ ერთად მივდივართ საერთო მიზნისკენ ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სოლიდარობა და თანამშრომლობა მტიკიცეა პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის კუთხით და ასევე იმ მიმართულებით, თუ როგორ განვავითაროთ ეს თანამშრომლობა. ძალიან სასიამოვნოა ქართულ დლეგაცასთან შეხვედრა აქ, გაეროში. კარგი იქნება თუ ამ საკითხების ირგვლივ თბილისში შედგება ჩემი ვიზიტი, რომ უფრო ფართოდ განვიხილოთ ეს საკითხები", - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
პაოლო კლიმკინის განცხადებით, გაეროს სამიტზე ის ყირიმთან დაკავშირებით სპეციალური განცხადების გაკეთებას აპირებს. მისივე ინფორმაციით, უკრაინულ მხარეს რუსულ მხარესთან შეხვედრები არ აქვს დაგეგმილი. "გაეროს გენასამბლეის ფარგლებში 35 შეხვედრა მაქვს დაგეგმილი. ძალიან რთული იქნება დღეს საუბარი რომ გავმართო დაპირისპირებულ მხარესთან ყირიმში არსებული სიტუაციის გამო. იქ მართლაც ძალიან საშინელი მდგომარეობაა ყირიმში მცხოვრებ თათრებთან დაკავშირებით. ამ თემაზე მე მართლაც სპეციალური განცხადების გაკეთებას ვაპირებ კლიმატის სამიტზე. ეს თემა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სხვა თემებთან ერთად", - დასძინა მან.