"გულშემატკვირებს და სრულიად საქართველოს ამ ვნებათაღელვისთვის ბოდიშს ვუხდი"

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე ფედერაციაში შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ყველანაირად ეცდება მდგომარეობა მოლაპარაკების გზით მოაგვაროს.

კურტანიძის განცხადებით, ის პროტესტი, რომელიც დღეს სპორტსმენებმა გამოხატეს, დემოკრატიულობის ნიშანია, რისი გაკეთებსი უფლებაც მათ აქამდე არ შეეძლოთ.

"გადავდივართ დიალოგის ფორმატში. მწვრთნელებს მივეცით მითითება,რომ გამოასწორონ სიტუაცია. მე ჩემი მოვალეობა პირნათლად შევასრულე და ვასრულებ. ამ ხალხს შეუძლია გამოხატოს პროტესტი, მაგრამ რადგან ეს საკითხი ასე აღელვებთ, რა თქმა უნდა, განვიხილეთ პრეზიდიუმის სხდომაზე. თუმცა მე შემიძლია მწვრთნელები გავათავისუფლო იმ შედეგიდან გამომდინარე, რაც მათ ჰქონდათ. ადამიანურად ის, რაც ხდება, ძალიან რთული მოსათმენია, მაგრამ მე ამის ვალდებულება მაქვს. ამიტომ ძალიან დიდი ნერვების, მოლაპარაკების და მოთმინების ფასად, ჩვენ შევძლებთ განვითარებაზე ორიენტირი ავიღოთ",-განაცხადა კურტანიძემ.