მთავარი პროკურატურისთვის ამ დრომდე უცნობია იმ პირის ვინაობა, ვინც ჰაკიმ ფაშას სახელით youtubeე-ზე ვიდეო ატვირთა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურორმა რეზო ნადოიმ განუცხადა, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მთავარი საქმის ფარგლებში, გამოძიებამ ვიდეოს ატვირთვის შესახებ შეკითხვები youtube-ს სათავო ოფისს გაუგზავნა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
მომხმარებლის - ჰაკიმ ფაშას სახელით, 19 მარტს გავრცელდა ვიდეო, სახელწოდებით "სააკაშვილი მკვლელი". მასალაში ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ იუსუპოვის ცხედრების ფოტოები. ფოტოების მიხედვით, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ.