ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სიტყვით გამოვა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 29-ე სპეციალურ სესიაზე - „მოსახლეობისა და განვითარების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის სამოქმედო პროგრამის შესრულების საკითხებზე“.
სპეციალური სესია ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბბინაში თბილისის დროით, 21:00 საათზე გაიხსნება. ირაკლი ღარიბაშვილი კი კონფერენციის მონაწილეებს 22:30 საათზე მიმართავს. საქართველოს მთავრობის მეთაური კონფერენციაზე მოსახლეობისა და განვითარების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის სამოქმედო პროგრამის შესრულების ანგარიშს წარადგენს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.
მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (ICPD) სამოქმედო პროგრამა რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, სიღარიბის დაძლევასა და მოსახლეობის ეკონომიკურ უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.