ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ დღეს გამოცხადდება

ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ დღეს გამოცხადდება

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის პროცესი მიმდინარეობს. დაცვის მხარე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვით, საქალაქო სასამართლომ ჭიაბერაშვილს 50 ათასიანი ჯარიმა დაუწესა, ხოლო მერაბიშვილი პატიმრობაში დატოვა. დღეს სხდომაზე დაცვა და ბრალდება დასკვნით სიტყვებს წაიკითხავს, რის შემდეგ მოსამართლემ სავარაუდოდ განაჩენი უნდა გამოაცხადოს.

პროკურატურა ვანო მრაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, გაფლანგვას და მოსყიდვას ედავება. საქმე ეხება კვარიათის აგარაკის ეპიზოდსა და დასაქმების პროგრამას. პროცესს მხოლოდ ერთი ბრალდებული ზურაბ ჭიაბერაშვილი ესწრება.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მას იმედი აქვს, რომ სააპელაციო სასამართლო სათანადო გადაწყვეტილებას გამოიტანს.

,,კანონიერი ქურდების მფარველი ხელისუფლება ასამართლებს იმ ხალხს, ვინც წესრიგი მოიტანა ქვეყანაში. სამწუხარო იქნება თუკი სააპელაციო სასამართლო აღმოჩნდება არასათანადო და შესაბამის გადაწყვეტილებას არ გამოიტას", -განაცხადა ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.